ბარათის გასაფორმებლად საკმარისია პასპორტის წარდგენა.
სხვა სახის დოკუმენტები, როგორებიცაა ცნობა სამუშაო ადგილიდან, არ არის სავალდებულო, თუმცა მათი წარმოდგენა შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრისას.
გაფორმების პროცედურის ხანგრძლივობა არ აღემატება 20 წუთს.
ბარათის გამოშვება და მომსახურება - უფასო.
ბარათზე შეიძლება დადგინდეს 2 000 ლარის ოდენობის ლიმიტი.
კრედიტით უფასოდ სარგებლობის პერიოდი - 30 დღემდე.
მინიმალური ყოველთვიური შენატანი - დავალიანების თანხის 7% (მინიმუმ 15 ლარი), რაც ტვირთად არ დააწვება თქვენი ოჯახის ბიუჯეტს.
სავაჭრო წერტილებში ბარათით ანგარიშსწორებისას ბანკის მომსახურების საკომისიოს გადახა არ იწარმოება, ხოლო პროგრამა "ბონუს+"-ის პარტნიორ სავაჭრო წერტილებში ანგარიშსწორებისას კი დახარჯული თანხის ნაწილი თქვენ გიბრუნდებათ ბონუსის სახით.
სისტემა გაძლევთ საშუალებას რეალური დროის რეჟიმში მართოთ თქვენი ანგარიში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ დროს კვირაში 7 დღისა და წელიწადში 365 დღის განმავლობაში!
ბანკომატებისა და თვითმომსახურების ტერმინალების ფართო ქსელი. სადღეღამისო სერვისი ნაღდი ფულის გაცემის, საბანკო და მობილური ტელეფონის ანგარიშების შევსების, გადარიცხვებისა და კომუნალური გადახდებისა.
ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ანგარიში SMS-ის მეშვეობით.
ბარათზე ბალანსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საბარათე თუ მობილური ტელეფონის ანგარიშის შესავსებად, ბარათიდან ბარათზე თანხის გადასარიცხად ან ანგარიშზე ოპერაციების შესახებ ინფორმირების ფუნქციის მართვის განსახორციელებლად საკმარისია გააგზავნოთ SMS-ი!